Saturday, December 15, 2012

სასწავლო პროექტი


პროექტის სახელი
სტატისტიკა, დიაგრამები და თანამედროვეობა

პროექტის მოკლე აღწერა: პროექტის მიზანია მოსწავლეები დაეუფლონ ინფორმაციის მოგროვებას, და გადამუშავებას და შესაბამისი დიაგრამების აგებას.

პროექტის სრული აღწერა: კლასი იყოფა სამ ჯგუფად, რომელთაც მიეცემათ დავალებები:
1.      ჯგუფი: დააკვირდნენ ტემერატურის ცვლილებას ორი თვის განმავლობაში და გამოსახონ  დიაგრამებით ყველაზე ნალექიანი და უნალექო დღეების ურთიერთშედარება.

2.      ჯგუფი:შეისწავლონ სკოლის ყველა კლასში გოგონებისა და ბიჭების შემადგენლობა და გამოსახონ დიაგრამით შესაბამისი მდგომარეობა.

3.      ჯგუფი: შეისწავლონ კლასის აკადემიური მოსწრება და გამოსახონ წლიური შედეგების საფუძველზე და დააფიქსირონ კლასის აკადემიური მოსწრების დინამიკა.
ეძლევა საერთო დავალება სამივე ჯგუფს , ირჩევენ მათთვის საინტერესო თემას და პარალელურად ასრულებენ შესაბამის დავალებას.
მოსწავლეთა ასაკი: 13-14წ.


პროექტის ხანგრძივობა: ნოემბერი, დეკემბერი.

პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: ჯგუფებში მოსწავლეები ახდენენ მიცემული დავალებების ირგვლივ ინფორმაციის შეგროვებას, გადამუშავებას, აზრთა ურთიერთ გადაცვლას კომპიუტერული ტექნიკის გამოყენებით დაგროვილი ინფორმაციის საფუძველზე ახდენენ პრეზენტაციეებს და აცნობენ დაინტერესებულ საზოგადოებას.

მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები დაეუფლებიან მათთვის საჭირო მასალის ირგვლივ ინფორმაციის შეგროვებას, გაანალიზებას, გადამუშავებას და დიაგრამების საშუალებით მათ წარმოდგენას. ეჩვევიან ურთიერთ თანამშრომლობას,საზოგადოების წინაშე საკუთარი აზრის გამოხატვას და დაცვას.

სამუშაო ენა: ქართული.

საგნებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
აღნიშნული პროექტი ითვალისწინებს ურთიერთობას მათემატიკის და მოსწავლეთა არჩევანის შემთხვევაში სხვა სასწავლო დისციპლინებთან.

პროექტის ფასილიტატორი: მაია კოჩალიძე